მადრიდის რეალი გერმანულ ვოლფსბურგს რიკარდო როდრიგესის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს სთავაზობს.
სამეფო კლუბს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს გუნდის გაძლიერება აქვს განზრახული, რადგან FIFA-მ ბლანკოსს დისკვალიფიკაცია მისცა და მადრიდული გუნდი ახალ ფეხბურთელებს 2017 წლამდე ვერ დაარეგისტრირებს.
ვოლფსბურგი კი შვეიცარიელ მცველში დამატებით 10 მილიონს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში როდრიგესმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
წყარო: eurosport