კობი ბრაიანტმა ლიონელ მესიზე გააკეთა კომენტარი და რონალდინიოს სიტყვები გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო გახდებოდა. კალათბურთელის თქმით, მაშინ არგენტინელი მხოლოდ 17 წლის იყო.
"ეს დიდი ხნის წინ მოხდა, მაშინ ბარსელონა ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. მე და ბრაზილიელი ყოველთვის კარგი მეგობრები ვიყავით და შეხვედრის დროს მან მითხრა: კობი, მე შენ ერთ ბიჭს გაგაცნობ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. მე გამიკვირდა, რადგან ვთვლიდი, რომ რონალდინიო იყო საუკეთესო.
ცნობილია, რომ ბრაიანტი ბარსელონას გულშემატკივარია. ლიონელ მესიმ კი 11 იანვარს კარიერაში მეხუთედ მოიპოვა ოქროს ბურთი, რაც ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.