BILD-ის ინფორმაციით, დალას მავერიქსის და გერმანიის საკალათბურთო ნაკრების წევრმა, დირკ ნოვიცკიმ, სანაკრებო კარიერა დაასრულა.
"ევრობასკეტ 2015-ზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ჩემთვის ნაკრებში ბოლო აღმოჩნდა",- განაცხადა 37 წლის კალათბურთელმა.
ნოვიცკიმ სანაკრებო კარიერა 1997 წელს დაიწყო. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მას 153 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც საშუალოდ 19,9 ქულას აგროვებდა.
წყარო: BILD