თბილისის დინამოს პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის.
"გეგუჩაძე დინამოს არ გაუთავისუფლებია. გია გადადის ახალგაზრდულ ნაკრებში. ჩვენ გვქონდა შეთანხმება და 3-4 წლიანი გეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი იცვლება ცხოვრებაში. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა და მე როგორ შემეძლო ამისთვის ხელის შეშლა?",-განაცხადა ფიფიამ.
ამ წუთებში კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დარბაზში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. კომიტეტის წევრებმა კახა ცხადაძის თანამდებობაზე ყოფნის საკითხი უნდა გადაწყვიტონ.