17 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
კახა ცხადაძის კონტრაქტი კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად გაუქმდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობას ოფიციალურად ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვებს.

აღმასკომი დღეს გამართულ სხდომაზე დაეთანხმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინადადებას კახა ცხადაძის გათავისუფლების შესახებ. 

სავარაუდოდ, ცხადაძე და კობიაშვილი კონტრაქტის გაწყვეტისთვის გადასახდელ კომპენსაციას განიხილავენ.

კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნიდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებს კი გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, რომელიც დინამო თბილისის მათვარი მწვრთნელი იყო. გეგუჩაძე ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძეს შეცვლის. 

 

 

დღის ამბები