საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებაზე ლევან კობიაშვილმა გააკეთა კომენტარი:
"მე პირადად მზად ვარ შევხვდე კახას, რომ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან თანამშრომლობა".
კობიაშვილმა ნაკრების მომავალ მწვრთნელზეც ისაუბრა. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი.
"ვიფიქრებთ, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალში ნაკრების მთავარი მწვრთნელი. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - აქამდე არავისთან არ ყოფილა მოლაპარაკებები",-განაცხადა კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობას ოფიციალურად ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვებს.
ფოტო: ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი