დალას მავერიქსის მფლობელმა, მარკ კუბანმა, გუნდის ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიას, ბოდიში მოუხადა.
"ბოდიშს ვუხდი ზაზა ფაჩულიას. All Star-ის გამოკითხვისთვის სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია. რომ მცოდნოდა, ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ზაზას მხარდასაჭერად ყველა კავშირს გამოვიყენებდი და მას პირველ ადგილზე გავიყვანდი," - განაცხადა კუბანმა.
ყველა ვარსკლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებად ფაჩულიამ გამოკითხვაში 768 112 ხმის დაგროვება შეძლო, რაც მას სამეულში მოსახვედრად არ ეყო და მეოთხე ადგილი დაიკავა.
წყარო:sportsday.dallasnews.com