ლოს ანჯელესში გამართულ შეხვედრაში ლეიკერსმა დალას მავერიკს უმასპინძლა და მეტოქესთან 92:90 დაამარცხდა. დალასელებს გამარჯვება საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე დირკ ნოვიცკიმ მოუტანა.
ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა ზაზა ფაჩულიამ, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ქართველი კალათბურთელი შეხვედრას ტრიბუნებიდან კლუბის მფლობელთან ერთად ადევნებდა თვალს.
26 მოგებითა და 21 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი, 28 იანვარს გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: GBF.ge