17 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
პერესი - "იანვარში რეალი ახალ ფეხბურთელებს არ დაიმატებს"

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, იანვრის სატრანსფერი პერიოდის დროს ახალი ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ჩვენ არ ვაპირებთ იანვარში ახალი ფეხბურთელების დამატებას. ამას არანაირი კავშირი არ აქვს FIFA-ს სანქციებთან, უბრალოდ ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები და საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. რაც შეეხება FIFA-ს გადაწვეტილებას, კლუბში მუშაობენ დისკვალიფიკაციის გასასაჩივრებლად. ეს ძალიან სერიოზული თემაა და ვფიქრობ, რომ რეალის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომაა,"- განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ FIFA-მ მომდევნო 2 სატრანსფერო პერიოდის დროს, მადრიდის რეალს ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. 

წყარო: AS

დღის ამბები