Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელი, ალეშანდრე პატო, ლონდონის ჩელსიში არენდის წესით ითამაშებს.
გამოცემის ცნობით, კორინთიანსთან გამორმებული ხელშეკრულების თანახმად, არისტოკრატებს ზაფხულში 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. ჩელსის ოფიციალურად ტრანსფერი არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ პატო ერთხელ უკვე თამაშობდა ევროპის წამყვან ჩემპიონატში. ბრაზილიელი 2007-2012 წლებში მილანის ღირსებას იცავდა.
წყარო: Sky Sports