17 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
დინამომ ახალი მწვრთნელი წარადგინა

დინამო თბილისმა გუნდის ახალი მწვრთნელი, იურაი იარბეკი, ოფიციალურად წარადგინა. სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისურ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ესეთ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყოდი. დინამოში ძალიან მოტივირებული და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩემი მიზანია კლუბთან ერთად ჩემპიონობა და მხოლოდ ჩემპიონობა. რამდენიმე თამაშიც ვნახე და ყველა შეხვედრის მოგება რთული იქნება, თუმცა მთავარი პირველობაა. ევროთასებზე წარმატებულ გამოსვლას ვგეგმავთ. ვიცი, რომ შრომატევადი და რთული პროცესია, თუმცა მჯერა ჩემი თავის და ჩემი გუნდის," - განაცხადა იარბეკმა.

იარაბეკის სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს - სლოვაკური ბლავათი დაიწყო. 2009-2013 წლებში ზლატე მორავცეს ვიონის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო  2013-15 წლებში სპარტაკ ტრნავას ხელმძღვანელობდა.

სლოვაკი დინამოში გია გეგუჩაძეს შეცვლის, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთვარ მწვრთნელად დაინიშნა.

 

წყარო: Fcdinamo.ge

დღის ამბები