17 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ლევან კობიაშვილმა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი წარადგინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი, გია გეგუჩაძე წარადგინა. 

გეგუჩაძემ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება შედეგზე იქნება გათვლილი და მაშში ახალი ბონუსების სისტემაა გათვალისწინებული.

"ჩვენთვის პატივია და გვიხარია, რომ დღეს წარვადგენთ გია გეგუჩაძეს, რომელიც 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გაწვრთნის და ასევე, ახალგაზრდული ნაკრებების სპორტული მიმართულების ხელმძღვანელიც იქნება.  ჩვენი პოზიციები და ხედვები სრულიად ემთხვევა და ვთვლი, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ამას შედეგიც გვაჩვენებს. გუნდს მიზნად დაესახება მინიმალური შედეგის მიღწევა და გიას კონტრაქტიც შედეგზე იქნება გათვლილი. შედეგზე იქნება დამოკიდებული მისი ხელფასიც," -განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძე ნაკრებში მიწვევამდე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო.

წყარო: GFF.ge

დღის ამბები