ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბრაზილილი ფეხბურთელის, ნეიმარის, კონტრაქტან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
"ნეიმარი კარგად ვარჯიშობს და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ვფიქრობ, რომ ის ჩვენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს," - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს, ბრაზილიური სანტოსიდან გადავიდა. ფეხბურთელს ბლაუგრანასთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.
წყარო: Marca