17 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
"სტადიონის დაცვამ 15 წლის ბიჭს მესის მიერ ნაჩუქარი მაისური ჩამოართვა"-Marca

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში მალაგა-ბარსელონას შეხვედრის (1:2) დასრულების შემდეგ, მოედანზე 15 წლის ბიჭი შეიჭრა, რომელიც ლიონელ მესის ჩაეხუტა. ფეხბურთელმა მას საკუთარი მაისური აჩუქა.

ესპანური Marca-ს ცნობით, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ბავშვს მესის საჩუქარი ჩამოართვა. ამ ინფორმაციას გამოცემა ბიჭის მეზობელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბავშვს კევინი ჰქვია და ის 15 წლის არის. მესიმ მას თავისი მაისური აჩუქა, დაცვის სამსახურმა კი ჩამოართვა. ვინ მისცა მათ იმის უფლება, რომ ბიჭისთვის ოცნების ახდენის დღე ჩაეშალათ?,"- აცხადებს თვითმხილველი.

წყარო: Marca

დღის ამბები