მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ნაკრებების შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
პირველი და მეორე ეშელონის გუნდებს შორის სხვაობა სულ უფრო და უფრო მცირდება, რაც 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შთამბეჭდავი თამაშით არის განპირობებული, - ნათქვამია სიუჟეტში.
Worldrugby-იმ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს, გაესაუბრა.
"საქართველოში რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ჩვენ შევქმენით ბაზისი, რაც ნაკრების და ზოგადად, რაგბის განვითარებაში უნდა დაგვეხმაროს. 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენ შთამბეშტავად ვითამაშეთ. ვასილ ლობჟანიძე კი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. ამ ფორმაციის ნაკრების რამდენიმე წევრი მომავალ მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს და დამიჯერეთ, ისინი გაცილებით უფრო მაღალი დონის რაგბს ითამაშებენ," - განაცხადა ჰეიგმა.
შეგახსენებთ რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა 2 შეხვედრა მოიგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.