ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი და ჟოზე მოურინიო მომავალში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სავარაუდოდ, 53 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი მანჩესტერულ გუნდს სათავეში უახლოეს მომავალში ჩაუდგება. მედიის ინფომაციით, მოურინიოსთან კონტრაქტის პირობებიც შეთანხმებულია.
ამ დროისთვის უცნობია, როდის დატოვებს გუნდს ამჟამინდელი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი.
შეგახსენებთ, რომ იუნაიტედმა პრემიერლიგის ბოლო ტურში საუთჰემპტონთან საკუთარ მოედანზე 0-1 წააგო და შედეგად ჩემპიონთა ლიგის ზონას ხუთი ქულით ჩამორჩა.
მოურინიო კი ბოლოს ლონდონის ჩელსიში მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნაადრევად გაანთავისუფლეს.