NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გოლდენ სტეიტმა დალას მავერიკს უმასპინძლა და მეტოქე 20 ქულის სხვაობით 127:107 დაამარცხა.
მატჩი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა ზაზა ფაჩულიამ. ასევე, დალასელების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერი, დირკ ნოვიცკი დაასვენა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 45 ქულა მოაგროვა.
26 მოგებითა და 22 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.