ლოს ანჯელეს ლეიკერსის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული კალათბურთელის, შაკილ ო’ნილის ძეგლს დადგამენ.
ამ გადაწყვეტილების შესახებ გუნდის მფლობელმა, ჯერი ბასმა, NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა.
არენის მიმდებარედ უკვე დგას ჯერი უესტის, მეჯიკ ჯონსონის და კარიმ აბდულ-ჯაბარის სახელობის ძეგლები.
ო’ნილი ლეიკერსში 8 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და გუნდთან ერთად 3 - ჯერ მოიგო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი.
წყარო: NBA.com