17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
Eurosport – "რეალმა მესის ტრანსფერი 3-ჯერ სცადა"

Eurosport-ი ესპანურ რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, 3-ჯერ სცადა ლიონელ მესის ტრანსფერის განხორციელება.

პირველად პერესი არაოფიციალური პირის საშუალებით მესის 2011 წელს დაუკავშირდა, თუმცა არგენტინელი არ დაინტერესდა ამ თემით.

"მადლობა, მაგრამ ბარსელონა ჩემი კლუბია," - ასეთი იყო ფეხბურთელის პასუხი.

მეორედ პერესი ტრანსფერის განხორციელებას 2013 წელს შეეცადა. მესამე ცდა კი 2015 წლის ზაფხულში კვლავ უშედეგო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2000 წელს რეალმა ბარსელონადან ლუიშ ფიგუს ტრანსფერი სწორედ ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის დროს განახორციელა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები