საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის დაწყებამდე 3 ამხანაგური მატჩი დაგეგმა.
ეროვნული ნაკრები 29 მარტს თბილისში ყაზახეთს უმასპინძლებს. მაისის ბოლოს გუნდი ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 28 მაისს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს შეხვდება. 3 ივნისს კი ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდება, რომელიც ასევე, ევრო2016-ის მონაწილეა.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს მეტოქეები უელსის, ავსტრის, სერბეთის, ირლანდიის და მოლდოვის ნაკრებები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ამ დროისთვის მწვრთნელის გარეშე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება გუნდის მომავალი თავკაცი.