3 მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს ზაზა ფაჩულია დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და ბრუკლინ ნეთსთან ორმაგი დუბლი შეასრულა.
შეხვედრა დალას მავერიკსის გამარჯვებით 91:79 დასრულდა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტნმა 16 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
შემდეგ შეხვედრას დალასი 1 თებერვალს, ფინიქსის წინააღმდეგ გამართავს.