17 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
შენგელიას ლაბორალ კუჩამ ბარსელონა დაამარცხა

ლაბორალ კუჩამ, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს,  ევროლიგაზე სტუმრად ბარსელონა 81:78 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. შენგელიამ 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ევროლიგაზე 5 ტურის შემდეგ ლაბორალ კუჩა 3 მოგებით  ჯგუფში II-IV ადგილებს ცსკა-სთან და მადრიდის რეალთან იყოფს. შემდეგ შეხვედრას შენგელიას გუნდი 5 თებერვალს, რეალის წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები