ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა, გადაიღო ვიდეო, რომელშიც ის ერთ-ერთ ესპანელ ჟურნალისტს მოუწოდებს, მისი მადრიდის რეალში ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი შეწყვიტოს.
"მანოლო ლამა, შეწყვიტე ამ ნაგავის საუბარი და სიმართლის ლაპარაკი დაიწყე," - მიმართა ფეხბურთელმა ჟურნალიტს.
ბოლო დროს ესპანურ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რეალი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდებოდა და ნეიმარიც თანახმა იყო "სამეფო კლუბში" გადასვლაზე, თუმცა ბარსელონას შემტევმა გავრცელებული ცნობები უარყო.
ნეიმარს ბარსელონასთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.
წყარო: 101greatgoals.com