17 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ESPN – ამ სეზონში ფაჩულიას შეუძლია, დალასის საუკეთესო მოთამაშეობაზე ჰქონდეს პრეტენზია

ამერიკული გამოცემა ESPN-მა ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველმა კალათბურთელმა ტრავმის შემდეგ დაბრუნებით გუნდს გაახსენა, თუ  მათ რა აკლდათ.

"ზაზა ფაჩულიამ ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და დალასს მავერიკს შეახსენა, თუ გუნდს რა აკლდა. ქართველ ცენტრს მიმდინარე სეზონში თავისუფლად შეუძლია, დალასის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე (MVP) პრეტენზია ჰქონდეს. ფაჩულიამ ბრუკლინთან 21-ე ორმაგი დუბლი შეასრულა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ზაზასთან ერთად გუნდი უკეთესს დაცვას თამაშობს. მისი მოედანზე არყოფნა ყოველთვის შესამჩნევია და პრობლემებს ქმნის," - ნათქვამია სტატიაში.

ESPN ასევე დალასის გერმანელ ლიდერს, დირკ ნოვიცკისაც, გაესაუბრა.

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ ზაზა არის ვეტერანი, რომლის გუნდში ყოფნასაც ყველა კლუბი ისურვებდა. ის ჭკვიანი და კარგი მეპასეა. ფაჩულია საკუთარ თავზე და რიცხვებზე არ დარდობს, მისთვის მთავარია, გუნდმა გაიმარჯვოს," - განაცხადა ნოვიცკიმ.

ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო 3 მატჩის გამოტოვება მოუწია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანს ბრუკლინ ნეთსთან შეხვედრაში დაუბრუნდა და დალასს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

 

წყარო: ESPN

დღის ამბები