17 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
სტივენ ჯერარდი - "კლოპის ხასიათი ლივერპულს ზუსტად შეეფერება "

ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის, მართვის სტილზე ისაუბრა.

ჯიმი კარაგერის შოუში მყოფმა ჯერარდმა, განაცხადა, რომ კლოპის ხასიათი ზუსტად შეეფერება "მერსისაიდელებს".

"2006 წელს, როდესაც ლიგის თასის ფინალში ვესტ ჰემი დავამარცხეთ, ფეხბურთელები რაფაელ ბენიტესს მეტი ემოციურობისკენ მოვუწოდებდით. დღეს კი ლივერპულს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მწვრთნელი ჰყავს. კლოპი თავისი მართვის სტილით ცდილობს გუნდში მეტი მუხტი შეიტანოს,"- განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

სტივენ ჯერარდმა ლივერპული გასულ ზაფხულს დატოვა და ლოს ანჯელეს გალაქსიში გადავიდა.

 

წყარო: mirror.co.uk

დღის ამბები