ქუთაისის სასავადმყოფოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე გარდაიცვალა.
ექიმების ინფომრაციით, ავარიიდან მეცხრე დღეს დაზარალებულს მდგომარეობა ფილტვებზე გაურთულდა, რაც მსგავსი ტიპის ტრავმების დროს ხშირად ხდება და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ივლისს მოხდა - ადგილზე გარდაიცვალა სამი ადამიანი - მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.