16 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"ჯანო დაბრუნდა," - ანანიძემ პირველივე ტურში არსენალთან დუბლი შეასრულა

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის სპარტაკმა ტულას არსენალს უპასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

სპარტაკის ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ მოედანზე 60 წუთი გაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. ანანიძემ პირველი გოლი მატჩის დებიუტში მოჭრილი დარტყმით გაიტანა, მეორე კი დაახლოებით, 30 მეტრიდან ძლიერი დარტყმით.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ევროპის ლიგაზე აეკის წინააღმდეგაც გაიტანა გოლი.

დღის ამბები