საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება. კაპიტანთან ერთად საგანგებოდ ამერიკიდან ჩამოყვანილი ფიზმომზადების მწვრთნელიც იმყოფება.
ფაჩულია ვარჯიშებს შორის საკუთარი საკალათბურთო აკადემიის ხშირი სტუმარია, აკადემიაში ახლახანს დასრულდა NBA-ს საზაფხულო კემპი, რომელსაც ნაკრების კაპიტანიც დაესწრო.
გასული სეზონი ფაჩულიასთვის გამორჩეული და საუკეთესო იყო. მან საკუთარი სტატისტიკური მაჩვენებელიც გააუმჯობესა და თამაში საშუალოდ 9 ქულას, 10 მოხსნასა და 2 პასს აკეთებდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი შრომა სათანადოდ დაუფასდა ის NBA-ს საუკეთესო გუნდის მოთამაშეა და გოლდენ სტეიტის ნომერ პირველ ცენტრადაც სახელდება.
ავტორები: დავით ერაძე, თორნიკე გელოვანი.