16 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
თბილისის დინამო ასპარეზობას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებს

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ თბილისის დინამო ასპარეზობას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებს.

გუშინ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ზაგრების დინამოს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მატჩის მე-8 წუთზე, მარკო როგია გახდა, რომელმაც დინამოს კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით აიღო. საბოლოოდ, თბილისის დინამო ხორვატებმა ორი მატჩის ჯამში უშანსოდ -3:0 დაამარცხეს.

ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა პარასკევს, 5 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები