საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 90:71 დაამარცხა.
ეროვნულმა გუნდი ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება და 2 პირველი სპარინგ-მატჩი სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში, სწორედ პორტუგალიის ნაკრებთან გამართა.
შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე შენგელია 18 ქულით გახდა, ხოლო სანიკიძემ 13 ქულა მიითვალა. ძალიან სასარგებლო იყვნენ სასტარტო უკანახაზელები - გიორგი ცინცაძემ 7 ქულა და 10 პასი მოაგროვა. ნაკრების დებიუტანტმა მაიკლ დიქსონმა კი 11 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრები 4 აგვისტოს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 5 აგვისტოს ბელარუსს, 6-ში კი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
წყარო: GBF