მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის D ჯგუფში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კვლავ დაუმარცხებელია.
ქართველმა კალათბურთელებმა მეოთხე შეხვედრა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ლუკა ბულაშვილის ჩაგრებული საჯარიმოებით - 72:71 დაამარცხეს მეტოქე.
ამ დროისთვის საქართველო D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და ბოო მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ელიტის საგზური B დივიზიონის 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება, რომლებიც მომავალ, 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ გუნდები პლეი-ოფს მეოთხედფინალიდან დაიწყებენ.
წყარო: GBF