სლოვენიის ქალაქ მარიბორში ტრაგედია მოხდა. ადგილობრივი კლუბის 4 ფეხბურთელი ვარჯიშიდან ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ავტომობილი გზიდან გადავიდა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 2 ფეხბურთელი გარდაიცვალა - 21 წლის სერბი თავდამსხმელი - ზორან ბალიაკი და 20 წლის სლოვენიელი მცველი, დამიან მარიანოვიჩი.
წყარო: Eurosport