16 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ოლიმპიური ცეცხლი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში

ოლიმპიური ცეცხლი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში ჩაატარეს. სანახაობას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. საზეიმო ღონისძიება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

რამდენიმე ასეული დემონსტრანტი სახელმწიფოს მიერ ოლიმპიადისთვის გაწეული დიდი ფინანსური დანახარჯების გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამ დროისთვის რიოში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ქალაქში დამატებით 85.000-ზე მეტი სამხედრო და პიოლიციელია მობილიზებული.

პარალელურად მარაკანის სტადიონზე ფოიერვერკების წარმოდგენის რეპეტიცია გაიმართა. გრანდიოზული შოუს ნახვა 5 აგვისტოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები