რუსული რაგბის კლუბის ენისეის მორაგბეებმა საქართველოს ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს. რუსი თანაგუნდელები ქართველ მორაგბეს მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებენ.
"მერაბ, ჩვენ ვიცით, მთელმა ენისეის გუნდმა, რომ შენ დიდი უბედურება შეგემთხვა. ვაცნობიერებთ, რომ სიტყვები ვერ განუგეშებენ ამ ტრაგედიის დროს, მაგრამ იცოდე, რომ შენ მარტო არ ხარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლის სული. ჩვენ გვინდა მხარი დაგიჭიროთ. შენ უნდა იყო ძლიერი, შენი შვილები გამო. ამ რთულ დროს ჩვენ ყველა შენს გვერდით ვიქნებით.
შეგახსენებთ, რომ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე 22 ივლისს ავტოავარიაში მიღებული დაზიანებების შემდეგ 2 დღის წინ გარდაიცვალა. მერაბ კვირიკაშვილს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.