პოლ პოგბას ტრანსფერის საგა გრძელდება - ამჯერად უცხოური მედიის ყურადღება ფეხბურთელის და გულშემატკივრების შეხვედრამ მიიპყრო.
ავტოგრაფის მიცემის მომენტში იუვენტუსის მხარდამჭერებმა პოგბას ჰკითხეს - აპირებდა თუ არა იუვენტუსში დარჩენას. ნახევარმცველმა კი გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს.
უცხოური მედიით უკვე ბევრჯერ დაანონსდა, რომ პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედთან მიაღწია შეთანხმებას და სამედიცინო შემოწმებაც უნდა გაევლო, თუმცა ეს ხმები არ გამართლებულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად 120 მილიონი ევრო სახელდება, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.
და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ზუსტად 4 წლის წინ, 3 აგვისტოს, პოგბა იუვენტუსში სწორედ იუნაიტედიდან 800 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. დღეს კი მისი ყოფილი კლუბი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას 120 მილიონ ევროდ აპირებს.
წყარო: Eurosport