ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 4 მატჩის მოგების შემდეგ ქართველი კალათბურთელები ჯგუფის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში სლოვაკეთთან დიდი ანგარიშით -48:68 დამარცხდნენ და ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხეს.
მატჩის წინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა და ლიდერობის შესანარჩუნებლად უნდა მოეგო ან უკანასკნელ შემთხვევაში მინიმალური სხვაობით დამარცხებულიყო.
საქართველო კი 20 ქულის სხვაობით დამარცხდა. შეხვედრის წაგების შემდეგ ერთდროულად 3 გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდათ და აქედან გამომდინარე ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-ჩაგდებული ბურთები დათვალა - უკრაინას +16, სლოვაკეთს +3, საქართველოს კი -16 დაუგროვდა. შედეგად მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გავიდა და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
წყარო: GFB