პირველი მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლაშა შავდათუაშვილმა შეძინა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან ორთაბრძოლაში გასული წლის ევროპის ჩემპიონი, ებრაელი საგი მუკი დაამარცხა.
მანამდე კი რეპეშაჟში შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა. გამარჯვება მან რუსი სპორტსმენისთვის კიმონოზე ქართული დროშის ჩვენებით აღნიშნა.