16 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
რიო 2016 - დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვებას შეეცდება

9 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას ერთდროულად 3 სპორტსმენი დაიცავს.

ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლაში  სპორტული პისტოლეტიდან ისვრის. შეჯიბრის კვალიფიკაცია თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ცურვაში, კერძოდ 200 მ. ბრასში ირაკლი რევიშვილი გამოვა - ასპარეზობა 20:50 საათზე დაიწყება.

დღევანდელი დღის მთავარი იმედი კი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილია. ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭრიკიშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს და ოლიმპიურ ჩემპიონობას შეეცდება. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი იქნება. ძიუდოს კვალიფიკაცია 17:00 საათზე დაიწყება.    

დღის ამბები