რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე ნამიბიის ნაკრების მედროშე, ჯონას ჯუნიოსი, ბრაზილიის პოლიციამ გაუპატიურების მცდელობისათვის დააკავა.
22 წლის აფრიკელი მოკრივე ოლიმპიურ სოფელში მომსახურე პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს ინტიმური კავშირის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა. გოგონამ სპორტსმენის წინადადებაზე უარი თქვა, სასტუმროს ნომრიდან გაიქცა და პოლიციას მიმართა.
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, როდესაც მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა დააკავეს, რომელიც ინტიმურ კავშირს ოლიმპიური სოფლის ერთდროულად ორ თანამშრომელს სთავაზობდა.