რიოს ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო ქართველმა ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში კუბელი სილვა მორალესი დაამარცხა.
შეხვედრა ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, კუბელი კი თავს იცავდა. საბოლოოდ, ჭრიკიშვილმა იუკო მოიპოვა და ასპარეზობას მერვედფინალში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე სალვადორელი ხუან დიეგო ტურკიოსა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილი 81 კგ. წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერია და ოლიმპიადის ფავორიტად ითვლება.