რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეორე შეხვედრა გამართა და სალვადორელი, ხუან დიეგო ტურკიოსა დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს 2 გაფრთხილებით მოუგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 81 კგ. წონით კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა პირველ შეხვედრაში კუბელი მეტოქის დამარცხება მოახერხა.