რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა მესამე შეხვედრა გამართა და მეოთხედფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინს მოუგო.
ჭრიკიშვილმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე წამებზე იუკო მოიპოვა. დარჩენილ დროში კი მოპოვებულ ქულას ვაზარიც დაუმატა და საბოლოოდ მეტოქე 11:0 დაამარცხა. ჭრიკიშვილი ნახევარფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ტრევის სტივენსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 81 კგ. წონით კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა პირველ შეხვედრაში კუბელი მეტოქის დამარცხა, მეორეში კი სალვადორელი ხუან დიეგო ტურკიოსა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება, ქართველი სპორტსმენი კი ტატამზე დაახლოებით 23:10 საათიდან გამოვა.