16 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ნინო სალუქვაძე ნახევარფინალში იასპარეზებს

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში პირველ ეტაპზე სალუქვაძე მე-17 ადგილს იკავებდა, თუმცა შემდეგ სწრაფ სროლაში 295 ქულა (ჯამში 584) და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ნახევარფინალში სალუქვაძის გარდა კიდევ 8 მსროლელი იასპარეზებს. ნახევარფინალური ეტაპი კი 22:30 საათზე დაიწყება. 

 

ფოტო: არქივი

დღის ამბები