რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ნახევარფინალური შეხვედრა გამართა და ამერიკელი ტრევის სტივენსთან იპონით დამარცხდა.
ქართველი სპორტსმენი შეხვედრას გაფრთხილებების ხარჯზე იგებდა, თუმცა მეტოქემ კონტრშეტევაზე შებოჭა და მტკივნეული ილეთი შეასრულა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჭრიკიშვილის მეტოქე ტაკანორი ნაკასე იქნება.