რიოს ოლიმპიადაზე 81 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში დაშვებული შეცდომა და მტკივნეული ილეთით დამარცხება დიდი ფსიქოლოგიური წნეხი აღმოჩნდა ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან იუკოთ წააგო და ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, ფინალში გადასავლელ მატჩში კი ამერიკელ ტრევის სტივენსთან დასანანი მარცხი განიცადა.
10 აგვისტოს კი საქართველოს ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს, რომელიც 90 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა და პირველი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ფოტო: არქივი