უეფას სუპერთასის მოპოვების შემდეგ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი პრესკონფერენციას მართავდა, რა დროსაც დარბაზში სამეფო კლუბის ფეხბურთელები შეძახილებით შევიდნენ და მწვრთნელი შამპანიურით გაწუწეს.
ფინალურ მატჩში მადრიდის რეალი სევილიას დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრე 2:2 დასრულდა, დამატებულ დროში კი დანიელ კარვახალის ეფექტურმა გოლმა რეალს სუპერთასი მოუტანა - 3:2 სამეფო კლუბის სასარგებლოდ.
აღნიშნულ მატჩში გამარჯვების შემდეგ ზინედინ ზიდანი გახდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი როგორც ფეხბურთლის, ასევე მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე მსგავსი შედეგი კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლას და იოჰან კრუიფს ჰქონდათ.