ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავს.
ინფორმაციას Eurosport-ი ავრცელებს. სალუქვაძისთვის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა კარიერაში მე-8 იყო. ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 9 აგვისტოს დაასრულა. 47 წლის ათლეტმა 25 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
შეგახსენებთ, რომ ერთადერთი სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც 10 ოლიმპიადაა კანადელი ცხენოსანი იან მილარია.