16 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ესტერ სტამმა პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო

რიოს ოლიმპიადაზე 70 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ესტერ სტამმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სტამი მონღოლ ნარანჯანგალ ცენდ-აიუშს დაუპირისპირდა და მეტოქე იუკო/ვაზარით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ სტამმა მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კანადელი კელიტა ზუპანჩიჩი იქნება.

რამდენიმე წუთში ტატამზე გამოვა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. 

 

ფოტო: არქივი

დღის ამბები