რიო დე ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმროში, რომელშიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია დაბინავებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
დილის 07:00 საათზე სასტუმრო ექსელსიორში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ევაკუაცია გამოაცხადეს, რის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოხდა.