რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კგ. წონით კატეგორიაში მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო.
ლიპარტელიანი მეტოქე ნაურუელ ოვინი უერასა იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მოწინააღმდეგე შებოჭა და იოლად მოუგო.
მეოთხედფინალში ლიპარტელიანის მეტოქე მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი იქნება.
ფოტო: არქივი